Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia (კარფური) აცხადებს სასწავლო პროგრამას

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

 

Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia (კარფური) გთავაზობთ სრულიად უპრეცენდენტო სასწავლო პროგრამას!

 

მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც  დაინტერესებული არიან ბიზნესის სფეროში თავის დამკვირდებით და ისწრაფიან ლიდერობისკენ, კომპანია სთავაზობს სწავლის და მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას. Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia (კარფური) აცხადებს სასწავლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც თქვენ:

1. შეისწავლით საცალო გაყიდვების ბიზნესის სფეროს და

2. დასაქმდებით საერთაშორისო კომპანიაში მემენჯერულ პოზიციებზე

 

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ექვსი თვის განმავლობაში მიიღოთ ამომწურავი თეორიული ცოდნა და მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო საცალო გაყიდვების კომპანიაში, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდეთ საერთაშორისო, ლიდერი რითეილერის მენეჯერულ პოზიციებზე.

 

პროგრამის მონაწილეს შეხება ექნება ბიზნესის ისეთ მიმართულებებთან, როგორებიცაა:

  • თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობა და მისი ტენდენციები
  • ბიზნეს ციკლის დაგეგმვა, კონტროლი და შესრულება
  • პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესი
  • რისკების მენეჯმენტი და უსაფრთხოება
  • ჰიგიენის საერთაშორისო ნორმები
  • მომხმარებელთა მომსახურების პრინციპები
  • ფინანსური ანალიზი - ძირითადი მაჩვენებლები, შეფასება და პროგნოზირება
  • კომერცია - მოლაპარაკება და გაყიდვები
  • მაღაზიების ფორმატები და მათი სპეციფიკა (Hypermarket, Supermarket, Convenient Store )
  • და სხვ. (იხ. პრეზენტაცია)

 

სწავლების პროცესში ერთმანეთთან იქნება შერწყმული თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები.

 

პროგრამის სრული კურსი შეთავსებული იქნება სტუდენტთა კურიულუმთან -  სწავლებისა და შეფასებების გრაფიკებთან. 

 

ანაზღაურება: სწავლების განმავლობაში კანდიდატები მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 700 (Net) ლარის ოდენობით, ხოლო სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებისთანავე ანაზღაურებას 1200-2000 (Net)  ლარის ოდენობით

 

პროგრამაზე პოტენციური მენეჯერების შერჩევა მოხდება ჯგუფური ტესტის, ინდივიდუალური გასაუბრების და ტესტირების (IQ) მეთოდების გამოყენებით.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას.